Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

გაცნობებთ, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2025 წლის კონკურსი.

 

კონკურსის სახელწოდება:

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა: MR

კონკურსის მიზანი:

მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

ელექტრონული რეგისტრაცია - 2025 წლის 9 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის 16:00 საათამდე;

ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები - 9 (12:00 სთ), 17, 24 ოქტომბერი

 

ინფორმაცია კონკურსის შესახებ ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდზე: 

https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/fondi-atskhadebs-2025-tslis-magistrantta-sastsavlo-kvleviti-proeqtebis-grantit-dafinansebis-konkurss

თარიღი: 08/10/2025